ვორკშოპი ციფრულ ეპიგრაფიკაში
11-15 თებერვალი, 2019
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (FR17_62) - „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“ - ფარგლებში, 11-15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო ვორკშოპს ციფრულ ეპიგრაფიკაში. ვორკშოპი გაიხსნება ღია ლექციით ციფრული ჰუმანიტარიისა და კვლევის ახალი მეთოდების შესახებ, რასაც მოსდევს ოთხდღიანი კურსი წარწერების სტანდარტის მიხედვით კოდირებასა და გეო-ვიზუალიზაციაში.
მოწვეული ლექტორები არიან პროფესორი გაბრიელ ბოდარი (ეპიგრაფიკული მასალის ციფრული გამოცემის სტანდარტის - EpiDoc - თანაავტორი და ვალერია ვიტალე , ციფრული სამეცნიერო გამოცემის პლატფორმა “Recogito”-ს ხელმძღვანელი და სემანტიკური ანოტირების წამყვანი სპეციალისტი). ღია ლექციისა და სწავლების ენაა ინგლისური.
ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ფორმა.
სალექციო განრიგი
მდებარეობა: ლიგამუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის №32
ორშაბათი, 11 თებერვალი
16:30 ღია ლექცია ციფრულ ჰუმანიტარიაში
EpiDoc პროექტები, EFES, Pelagios Commons
სამშაბათი, 12 თებერვალი
შესავალი ტექსტებისა და გამოსახულებების გეო-ანოტირებაში. Recogito. პრაქტიკული სავარჯიშოები.
გეო-ვიზუალიზაცია. Linked Open Geodata. ციფრული რუკები. სავარჯიშოები.
ოთხშაბათი, 13 თებერვალი
შესავალი QGis-ში. გეო-ტექნოლოგიების შეჯამება.
შესავალი XML-ში. EpiDoc. Oxygen. ობიექტის აღწერა.
ხუთშაბათი, 14 თებერვალი
EpiDoc ფაილების ტრანსფორმაცია EFES-ის საშუალებით.
EpiDoc-ი და ლაიდენის კონვენცია. EpiDoc-ი და ინდექსაცია. შიდა კონტროლირებადი ლექსიკონი და საცავები.
პარასკევი, 15 თებერვალი
EpiDoc-ი და ტექსტის ვარიანტებბი. კრიტიკული აპარატი.
პრეზენტაციები შეჯამება, დისკუცია, უკუკავშირი