კონვენცია
EpiDoc წარმოადგენს ლაიდენის კონვენციის (1930) ციფრულ ანალოგს. მისი შემუშავება დაიწყეს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში 2009 წელს. EpiDoc არის საერთაშორისო, ერთობლივი მცდელობა, რომელიც შეიმუშავებს გაიდლაინებსა და სამარჯვებს ანტიკური დოკუმენტების კოდირებისათვის სამეცნიერო და სასწავლო გამოცემებისათვის. იგი იყენებს TEI-ის (Text Encoding Initiative) სტანდარტს ტექსტების ლექტრონულად წარმოდგენისათვის (მაგალითად აფროდისიასის წარწერები, ვინდოლანდას წარწერები). მისი განვრცობილი ვერსია გამოიყენება ხელნაწერებისა და პაპირუსების ციფრული გამოცემისათვის (მაგალითად: Papyri.info). კონვენციის მიზანია არა მხოლოდ ტექსტისა და რედაქციების გამოცემის წესების შემოთავაზება, არამედ მათი ისტორიის, მასალის და სხვა თავისებურებების შესახებ.
-
αβγტექსტი დაუზიანებელია, ადვილად იკითხება, ინტერპრეტირებას არ საჭიროებს
-
ΑΒΓტექსტი დაუზიანებელია და ადვილად იკითხება, თუმცა ინტერპრეტირებულია რედაქტორის მიერ
-
α(βγ)ქარაგმის (ან აბრევიაციის) გახსნა
-
[αβγ]ტექსტი დაკარგულია დაზიანების შედეგად და აღდგენილია რედაქტორის მიერ
-
[ .. c. 4 .. ]ასოთა მიახლოებითი რაოდენობა, რომელიც დაკარგულია დაზიანების შედეგად ან მისი აღდგენა არ ხერხდება
-
[ .. ? .. ]დაზიანების შედეგად დაკარგული ასოები, რომელთა რაოდენობა უცნობია
-
< αβγ >ასოები, რომელიც შეცდომით აქვს გამოტოვებული ამომკვეთელს
-
`αβγ´ტექსტი, რომელიც ჩამატებულია ძველად, (ამომკვეთელის მიერ ან მალევე)
-
⌜αβγ⌝ტექსტი, რომელიც შესწორებულია რედაქტორის მიერ
-
{αβγ}ზედმეტი ასოები, რომელიც ამოკლებულია რედაქტორის მიერ
-
αβγნაწილობრივ დაზიანებული ასოები, რომელიც მიახლოებით აღდგენილია რედაქტორის მიერ