საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

პროექტი „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“ 2015 წლიდან ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მიზნად ისახავს საქართველოში აღმოჩენილი ან დაცული უმდიდრესი ეპიგრაფიკული მემკვიდრეობის დოკუმენტირებას ლაიდენის კონვენციის ციფრული მემკვიდრის, EpiDoc-ის მიხედვით. ამ სტანდარტის მიხედვით შესრულდა პირველი ელექტრონული გამოცემა არმაზის ბილინგვისა 2014; ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი მიდგომების გამო ამ გამოცემამ მაღალი შეფასება დაიმსახურა EAGLE-ის (The Europeana network of Ancient Greek and Latin Epigraphy) მიერ ორგანიზებულ ციფრული ეპიგრაფიკის საერთაშორისო კონფერენციაზე. ამ ეტაპზე საქართველოს ეპიგრაფიკულ კორპუსში (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. ნ. დობორჯგინიძე) შესულია I-X საუკუნეების ქართული, არამეული და ბერძნული წარწერები. პროექტი გრძელვადიანია და ქართულის გარდა, მიზნად ისახავს საქართველოში დაცული უძველესი პერიოდის ურარტული, არამეული, ბერძნული, ებრაული, არაბული, სპარსული და სომხური წარწერების გამოცემა-კორპუსის მომზადებას აღნიშნული სტანდარტით. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან აქტიური თანამშრომლობით.