საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

შემდეგი

წინა

14. ნუხის ბერძნულწარწერიანი ფილა

აღწერა:   ბერძნული ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა


ობიექტის აღწერა:

მონუმენტის ტიპი:  

სამშენებლო ფილა

მასალა:  

კირქვა

ქვის ზომები:  

სიგრძე:   47cm

სიგანე:  12cm


წარწერის ზედაპირის აღწერა:

წარწერიანი ზედაპირი:  

წარწერის ფართობი:  

სიმაღლე:    ასოების სიმაღლე ზოგჯერ 5სმ-მდე აღწევს, II სტრიქონს დაახლ. 3 სმ უჭირავს, III-ს დაახლ. 2 სმ.


ხელის აღწერა:

მთლიანად წარწერა დაუდევრად გამოყვანილის შთაბეჭდილებას ახდენს, არც ღრმადაა ამოკვეთილი. I სტრიქონი მსხვილი ასოებითაა ნაწერი, II სტრიქონი უფრო წვრილი ასოებითაა შესრულებული, ასოები სტრიქონის ბოლოსკენ უფრო დამცრობილია. III სტრიქონი კიდევ უფრო წვრილადაა ნაწერი. დათრიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (მრგვალი C, კბილებიანი ω, α-სა და λ-ის წაგრძელებული ზემოთკენ მარჯვენა ბუნი) ენობრივი ნორმა (εου=ευ), საკუთარი სახელი (Αἴλιος = ლათ. Aelius) და მთლიანად ფორმულა (რც მთავრდება μνήμης χάριν-ით).

გრაფემების სიმაღლე:  

გრაფემების სიგანე:  


წარმომავლობა:

წარწერის დათარიღება:   

I AD

პოვნის ადგილი:   

პოვნის თარიღი:   

დაცულია:  

შიფრით:  

პასუხისმგებელი ორგანიზაცია:  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ინდ. ნომერი:  

ECG14

ლიცენზია:  


Αἴλιος Ἰάσων

Εὐνών ῃ τῷ εὐεργέτ

ῃ μνήμης χάριν


Αἴλιος Ἰάσων

Εὐνών τῷ εὐερ

γέτ μνήμης χάριν


<ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <lb n="1" /><persName><surname nymRef="Αἴλιος">Αἴλιος</surname></persName> <persName><name nymRef="Ἰάσων">Ἰάσων</name></persName> <lb n="2" /><persName><name nymRef="Εὐνώνης">Εὐνών<supplied reason="subaudible">ῃ</supplied></name></persName> <w lemma="ὁ">τῷ</w> <w lemma="εὐεργέτης">εὐερ <lb n="3" break="no" />γέτ<supplied reason="subaudible">ῃ</supplied></w> <w lemma="μνήμη">μνήμης</w> <w lemma="χάρις">χάριν</w> </ab>

თარგმანი:

აილიოს იასონი ევნონეს ევერგეტს (კეთილისმყოფელს) სახსოვრად.

კრიტიკული აპარატი:

  • εὐεργέτης სიტყვაში "εουεργέτης" ευ-დიფთონგისათვის გვაქვს εου, ამ დროისათვის ευ-დიფთონგი გადმოიცემა ευ და εου დაწერილობებით. ე.ი. რეალურად ευ-დიფთონგი არის ევ და ვ-სთვის ამ დროს გვაქვს დაწერილობა ου და υ (შემდეგ კი β).

კომენტარები:

ა. ამირანაშვილი მას II-III სს-ით ათარიღებს, უპირატესობას ანიჭებს II სს. წარწერის ასოთაგან გამოირჩევა I სტრიქონის Α და II სტრიქონის Η (თუ ორივე დაუდევარი ჩაჭრის შედეგი არ არის). ყურადღებას იქცევს Μ. დანარჩენი ასოები სრულიად ჩვეულებრივი მოხაზულობისაა. არ გვხვდება ქვეშმიწერილი ι-ები (ευνωνη, εουεργετη). სავარაუდოდ ნუხაში მდებარე ერთ-ერთი ნაგებობის ქვა უნდა ყოფილიყო.

ბიბლიოგრაფია:

  • თინათინ ყაუხჩიშვილი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი მე-3 შესწორებული და შევსებული გამოცემა თბილისი ლოგოსი 2009 254 თინათინ ყაუხჩიშვილი ბერძნული წარწერები საქართველოში თბილისი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა 1951 240-241