საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

შემდეგი

წინა

51. პალესტინის წარწერა (III)

აღწერა:   ხუთსტრიქონიანი მოზაიკური ასომთავრული წარწერა


ობიექტის აღწერა:

მონუმენტის ტიპი:  

იატაკი

მასალა:  

მოზაიკა

ქვის ზომები:  

სიგრძე:   81,5cm

სიგანე:  34cm


წარწერის ზედაპირის აღწერა:

წარწერიანი ზედაპირი:  

ხუთივე სტრიქონი დაუზიანებლად არის მოღწეული

წარწერის ფართობი:  

სიმაღლე:    10-11,5


ხელის აღწერა:

წარწერა ასომთავრული ანბანით არის შესრულებული

გრაფემების სიმაღლე:  

გრაფემების სიგანე:  


წარმომავლობა:

წარწერის დათარიღება:   

532-552 AD

პოვნის ადგილი:   

პოვნის თარიღი:   

1952

დაცულია:  

შიფრით:  

პასუხისმგებელი ორგანიზაცია:  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ინდ. ნომერი:  

ლიცენზია:  


შეწევნითა ქ(რისტ)ჱსითა და მეოხებითა

წმიდისა თ(ეოდორ)ეჲსითა შ(ეხიწყალე)ნ ანტონი აბაჲ და იოსია მომსხმელი ამის სეფისაჲ და მამა

დედაჲ იოსიაჲსი ამენ


შეწევნითა ქ ჱსითა და მ

ეოხებითა წმიდისა თ ეჲსითა

შ ნ ანტონი აბაჲ და იოსია მო

მსხმელი ამის სეფისაჲ და მა

5

მა დედაჲ იოსიაჲსი ამენ



<ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <lb n="1" /><w lemma="შეწევნა">შეწევნითა</w><w lemma="ქრისტჱ"><expan><abbr><am><g type="chi-rho"></g></am></abbr>ქ<ex>რისტ</ex>ჱსითა</expan></w> <w lemma="და">და</w> <w lemma="მეოხება">მ <lb n="2" break="no" />ეოხებითა</w> <w lemma="წმიდა">წმიდისა</w> <persName nymRef="თეოდორე"><expan>თ<ex>ეოდორ</ex>ეჲსითა</expan></persName> <lb n="3" /><w lemma="შეწყალება"><expan>შ<ex>ეხიწყალე</ex>ნ</expan></w> <persName nymRef="ანტონი">ანტონი</persName> <roleName><w lemma="აბა">აბაჲ</w></roleName><w lemma="და">და</w><persName nymRef="იოსია">იოსია</persName><w lemma="მომსხმელი">მო <lb n="4" break="no" />მსხმელი</w><w lemma="ეს">ამის</w><w lemma="სეფა">სეფისაჲ</w><w lemma="და">და</w><w lemma="მამა">მა <lb n="5" break="no" />მა</w> <w lemma="დედა">დედაჲ</w><persName nymRef="იოსია">იოსიაჲსი</persName><w lemma="ამენ">ამენ</w> </ab>

თარგმანი:

ქრისტეს დახმარებითა და წმიდა თეოდორეს შუამდგომლობით შეწყალებულ იქნეს ანტონი მამა (წინამძღოლი) და იოსია, ამ მოზაიკის მომსხმელი (მომსხმევინებელი) და იოსიას მშობლები.

კრიტიკული აპარატი:

კომენტარები:

წარწერის პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის მიხეილ თარხნიშვილს. მან მიუთითა, რომ თეოდორე არის IV საუკუნის მოწამე თეოდორე ტირონი. მანვე შენიშნა, რომ ანტონი აბაჲ ცნობილია წმიდა მართას, სვიმეონ მესვეტის დედის, ცხოვრებიდან. გიორგი წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პალესტინის წარწერებს. იგი მიიჩნევდა, რომ წმიდა თეოდორეს სახელობის მონასტერი პეტრე იბერიელმა ააგო V საუკუნის 30-იან წლებში და მანვე შეამკო იგი ქართული წარწერებით. ანტონის წმინდა ნაწილები მიუტანია სვიმონ მესვეტესთან 552 წელს, მართას გარდაცვალებისა და სვიმეონის სვეტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ. 553 წლიდან ანტონი სელევკიის ეპისკოპოსია. გიორგი წერეთელმა მიუთითა, რომ „მართას ცხოვრების“ მიხედვით, 552 წელს ანტონი ჯერ კიდევ საქართელოში იყო და იგი ვერ შეძლებდა პალესტინის ქართული მონასტრის წარწერა გაეკეთებინა. შესაბამისად, ეს წარწერა 532-552 წლებით თარიღდება. იოსია, რომელიც ამ წარწერაშია მოხსენიებული, სხვა წერილობითი წყაროებისათვის უცნობია. იგი მიაჩნიათ იმ პირად, ვისაც ანტონი წინამძღოლმა მოასხმევინა სეფი, ანუ გააკეთებინა მოზაიკა. უფრო საფიქრებელია, რომ იოსია იყო ის პირი, რომელმაც სახსრები გაიღო მოზაიკის იატაკის გასაკეთებლად.

ბიბლიოგრაფია:

  • გიორგი წერეთელი უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან თბილისი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა 1960 94