საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

შემდეგი

წინა

8. ბერძნულწარწერიანი კირქვის ფილა კავთისხევიდან

აღწერა:   აღწერა...


ობიექტის აღწერა:

მონუმენტის ტიპი:  

საფლავის ქვა

მასალა:  

კირქვა

ქვის ზომები:  

სიგრძე:   40cm

სიგანე:  38cm


წარწერის ზედაპირის აღწერა:

წარწერიანი ზედაპირი:  

წარწერის ფართობი:  

სიგრძე: 1,5

სიმაღლე:    2,5


ხელის აღწერა:

გრაფემების სიმაღლე:  

გრაფემების სიგანე:  


წარმომავლობა:

წარწერის დათარიღება:   

ენის თვალსაზრისით აღსანიშნავია ახალი საუკუნეების მიჯნაზე ბერძნულში გაჩენილი იტაციზმი. ამისი 2 შემთხვევაცაა წარწერაში: νομιζη (IX სტრ.) = νομίζει (ამ დროისთვის η-ს და ει- დიფთონგიც გამოითქმის i-დ), და X სტრიქონში - σαλευιτα (=σαλεύειτα[ι]. აქაც იგივე მდგომარეობაა: σαλεύειται-ში ει-დიფთონგი არის i-). ძველი ბერძნულის სხვა ნორმაბი დაცულია. θ, ο მოხაზულობის ასოები, რაც სისტემატიურად იხმარება კავთისხევის წარწერაში, იშვიათად, მაგრამ მაინც, გვხვდება შავი ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყნების ტერიტორიაზე. თარიღი ძირითადად II-III სს-ია, თუმცა მაგალითები იტალიიდან და კვიპროსიდან IV-V სს-ით არის დათარიღებული. მასალის გათვალისწინებით, კავთისხევის წარწერა II- III სს-აა AD.

პოვნის ადგილი:   

პოვნის თარიღი:   

2006

დაცულია:  

შიფრით:  

პასუხისმგებელი ორგანიზაცია:  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ინდ. ნომერი:  

CGIG198

ლიცენზია:  


ΕΝΙ

ΕΓΙ

ΑΠΙ

ΑΠΩ

5

=ΙΑΜΗ


καὶ ἔστησ[ε]

μνημόσυ[νον]

μοῦ Κἀθας ἐπὶ θάκ[ῳ]

νομίζ εται =η=

10

ἐὰν τὶς σαλεύ ει =ι= τα[ι]



ΕΝΙ

ΕΓΙ

ΑΠΙ

ΑΠΩ

5

=ΙΑΜΗ


καὶ ἔστησ

μνημόσυ

μοῦ Κἀθας ἐπὶ θάκ

νομίζ εται =η=

10

ἐὰν τὶς σαλεύ ει =ι= τα



<ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <lb n="1" /> <del rend="erasure">ΕΝΙ</del> <lb n="2" /> <del rend="erasure">ΕΓΙ</del> <lb n="3" /> <del rend="erasure">ΑΠΙ</del> <lb n="4" /> <del rend="erasure">ΑΠΩ</del> <lb n="5" /> <del rend="erasure">=ΙΑΜΗ</del> <lb n="6" /> <w lemma="καί">καὶ</w> <w lemma="ἵστημι">ἔστησ<supplied reason="lost">ε</supplied></w> <lb n="7" /> <w lemma="μνημόσυνον">μνημόσυ<supplied reason="lost">νον</supplied></w> <lb n="8" /> <w lemma="εγώ">μοῦ</w> <forename nymRef="Κἀθας">Κἀθας</forename> <w lemma="ἐπί">ἐπὶ</w> <w lemma="θᾶκος">θάκ<supplied reason="lost">ῳ</supplied></w> <lb n="9" /> <w lemma="νομίζω">νομίζ<choice><reg>εται</reg><orig>η</orig></choice></w> <lb n="10" /> <w lemma="ἐάν">ἐὰν</w> <w lemma="τίς">τὶς</w> <w lemma="">σαλεύ<choice><reg>ει</reg><orig>ι</orig></choice>τα<supplied reason="lost">ι</supplied></w> </ab>

თარგმანი:

დადგა ჩემს სამახსოვროდ (ან მოსაგონრად) კათასმა, (მომათავსა) მერხზე ჩვეულებისამებრ და ეს ყოველივე გააკეთა მუშაკმა, რომელსაც საფასურს ვუხდით (ან - უხდის), ხოლო თუ ვინმე ყოყმანობს (მნახველთაგანი), (მას ამან არ უნდა აღუძრას უკმაყოფილება - ან მას უნდა აღუძრას პატივის მიგების სურვილი).

კრიტიკული აპარატი:

  • νομίζεται νομίζη ἐτόν

კომენტარები:

თუკი თარგმან-კომენტარი სწორია, კათასმა პატივსაცემ პირს დაუდგა ძეგლი, ზედ მოათავსა მასზე მჯდომი გამოსახულება და გამვლელთ სთხოვს, ამ პირის ხსოვნას პატივი სცენ. ჩანს, ეს ბერძნულწარწერიანი ფილა საფლავის ქვა ყოფილა, ხოლო ეს ფილა მერხზე, თუ სავარძელზე, სადაც მიცვალებულის გამოსახულება იჯდა, ზედ იქნებოდა მიმაგრებულია ან გამოყვანილი. სახელი Κάθας ქართულ ონომასტიკონში არ გვაქვს. არის ლ. ზგუსტას შრომაში Κάθαις Παρνούγου (#659) ოლვიიდან, რაც სპეციალისტებს ირანულ-ოსურიდან შემოსულად მიაჩნიათ. რადგან თ, ტ - ფონეტიკურად მონაცვლე თანხმოვნებია, აქვე შეიძლება მოვიყვანოთ სახელები ბოსფორის წარწერებიდან, Κάτταις, Κατίων (II ს.), Κάτοκας (II-III სს.), ხოლო მათ ეტიმოლოგიაზე მსჯელობისას სპეციალისტები იმ აზრისა არიან, რომ ისინი არიან ძველი ირანული წარმოშობისა შერწყმული ოსურთან (შდრ. L. Zgusta Die Personennamen griechischen Städte der nördlichen Schwarzmeerküste, Praha, 1955). ყოველ შემთხვევაში ბერძნულ-ლათინურად ისინი არცერთ სპეციალისტს არ მიაჩნია. კავთისხევის ამ წარწერის მიხედვით მისი შემსრულებლის ვინაობას ვერ დავადგენთ. თუმცა ტექსტი ბევრად უფრო შემდეგი ხანისაა ჩვენს წარწერასთან შედარებით, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ აგათიას (VI ს.) აქვს ცნობა - Καθάρος მდინარე კოლხეთში (ძირი აქაც იგივეა). მოგვყავს გეოგრაფიული პუნქტის სახელი "კატაულა" (ბერი-კატა), რომელიც მდებარეობს კავთისხევის მიდამოებში და სადაც მოპოვებულია კვლევის ობიექტი. რა დროისააა ეს გეოგრფიული სახელი ცნობილი არ არის, მაგრამ პუნქტი ცნობილია მეცნიერებაში იმ VIII ს-ის ქართული ასომთავრული წარწერებით, რომლებიც მის ნაგებობაზეა დაცული (ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I. ლაპიდარული წარწერები I, 1980, გვ. 39, 118-123). სავარაუდოა, რომ გეოგრაფიული სახელი "კატაულა" ბევრად ადრინდელია VIII ს-ზე.

ბიბლიოგრაფია:

  • თინათინ ყაუხჩიშვილი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი მე-3 შესწორებული და შევსებული გამოცემა თბილისი ლოგოსი 2009 377-378