საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

შემდეგი

წინა

49. პალესტინის წარწერა (I)

აღწერა:   ოთხსტრიქონიანი მოზაიკური ასომთავრული წარწერა


ობიექტის აღწერა:

მონუმენტის ტიპი:  

იატაკი

მასალა:  

მოზაიკა

ქვის ზომები:  

სიგრძე:   132cm

სიგანე:  cm


წარწერის ზედაპირის აღწერა:

წარწერიანი ზედაპირი:  

პირველი ორი სტრიქონი შედარებით დაუზიანებლად არის მოღწეული, მესამე სტიქონი დაზიანებულია. მეოთხე სტრიქონში შემორჩენილია მხოლოდ ერთი ასო

წარწერის ფართობი:  

სიმაღლე:    11,5-10,5-9


ხელის აღწერა:

წარწერა ასომთავრული ანბანით არის შესრულებული, ასოთა ქსოვილის ფერი წითელია

გრაფემების სიმაღლე:  

გრაფემების სიგანე:  


წარმომავლობა:

წარწერის დათარიღება:   

V AD

პოვნის ადგილი:   

პოვნის თარიღი:   

1952

დაცულია:  

შიფრით:  

პასუხისმგებელი ორგანიზაცია:  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ინდ. ნომერი:  

ლიცენზია:  


წმიდაო თეოდორი მარ[ოჳ]ან და ბო[ჳ]რზ(ე)ნ

ენ ამი


წმიდაო თეოდორ

ი მარ ან და ბო

რზ ნ ენ ამი


<ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <lb n="1" /><w lemma="წმიდა">წმიდაო</w> <persName type="Saint" nymRef="თეოდორე">თეოდორ <lb n="2" break="no" />ი</persName> <persName nymRef="მარუან">მარ<supplied reason="lost">ოჳ</supplied>ან</persName><w lemma="და">და</w> <persName nymRef="ბურზენ"><expan>ბო <lb n="3" break="no" /><supplied reason="lost">ჳ</supplied>რზ<ex>ე</ex>ნ</expan></persName><gap reason="lost" quantity="4"></gap>ენ ამი <lb n="4" /><gap reason="lost" quantity="2"></gap>ე<gap reason="lost" extent="unknown" unit="charecter"></gap> </ab>

თარგმანი:

წმიდაო თეოდორე, მარუან და ბურზენ...

კრიტიკული აპარატი:

კომენტარები:

წარწერის პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის მიხეილ თარხნიშვილს. მან პალეოგრაფიული ნიშნებით ეს წარწერა VI საუკუნით დაათარიღა. გიორგი წერეთლის დათარიღებით, წარწერა V საუკუნის 30-იანი წლებისაა. ასევე, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ წარწერაში მოხსენიებული საკუთარი სახელები, მარუან და ბურზენ, ოდნავ განსხვავებული ფორმით საქართველოში ცნობილი იყო. მაგალითად, პეტრე იბერიელის (V ს.) ქართული ცხოვრების მიხედვით, მისი ქართული სახელი იყო მურვანოსი, ხოლო მამამისს ბუზმირი ერქვა. შალვა ნუცუბიძემ 1959 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში უდავოდ მიიჩნია, რომ ბეთლემის წარწერაში მოხსენიებული მურვანოსი პეტრე იბერიელის ერობის სახელია. მან წარწერა V საუკუნის პირველი ნახევრით დაათარიღა. გიორგი წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პალესტინის წარწერებს. იგი მიიჩნევდა, რომ წმიდა თეოდორეს სახელობის მონასტერი პეტრე იბერიელმა ააგო V საუკუნის 30-იან წლებში და მანვე შეამკო იგი ქართული წარწერებით, სადაც თვით მისი და მისი მამის სახელებია მოხსენიებული. თუმცა გიორგი წერეთლის დათარიღებას ზოგი არსებითი ხასიათის დაბრკოლება ეღობება. კერძოდ, წარწერაში მოხსენიებულ მარუანს უკავშირებენ მურვანოსს. რომ არაფერი ვთქვათ ფორმალურ (გარეგნულ) სხვაობაზე, ძნელად დასაშვებია, პეტრეს (ბერს, სასულიერო პირს) წარწერაში თავი საერო სახელით მოეხსენიებინა. მიუთითებენ იმასაც, რომ პეტრე იბერიელი პალესტინაში მოგვიანებით, 437-438 წლებში ჩავიდა და არა 429 ან 230 წელს.

ბიბლიოგრაფია:

  • გიორგი წერეთელი უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან თბილისი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა 1960 94