საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

შემდეგი

წინა

15. ბერძნულწარწერიანი ვერცხლის ლანგარი

აღწერა:   ამოჭრილი ბერძნული ასომთავრული წარწერა


ობიექტის აღწერა:

მონუმენტის ტიპი:  

ბერძნულწარწერიანი ვერცხლის ლანგარი

მასალა:  

ვერცხლი

ქვის ზომები:  

სიგრძე:   cm

სიგანე:  cm


წარწერის ზედაპირის აღწერა:

წარწერიანი ზედაპირი:  

წარწერის ფართობი:  

სიგრძე:

სიმაღლე:   


ხელის აღწერა:

გრაფემების სიმაღლე:  

გრაფემების სიგანე:  


წარმომავლობა:

წარწერის დათარიღება:   

ასოთა მოხაზულობით (α ჩატეხილი შუა ხაზით, მრგვალი ε, σ, ω, μ, β, დამახასიათებელი ξ), შემოკლების ნიშნით (Φ˘Λ), რომაული ხანისათვის დამახასიათებელი – ιος სახელების – ις დაბოლოებით წარმოდგენით (Μακεδόνι) წარწერები I საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. სამარხში აღმოჩენილი თანმხლები ინვენტარისა და მონეტების მიხედვით ნივთი (და მასზე გამოყვანილი წარწერა) II-III AD სს–ით თარიღდება.

პოვნის ადგილი:   

პოვნის თარიღი:   

1940

დაცულია:  

შიფრით:  

პასუხისმგებელი ორგანიზაცია:  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ინდ. ნომერი:  

CGIG198

ლიცენზია:  


ἐγὼ βασιλεὺς Φλ(αύιος)Δάδης ἐχαρισάμην Βερσουμᾷ πιτιάξῃ Μακεδόνι


ἐγὼ βασιλεὺς Φλ Δάδης ἐχαρισάμην Βερσουμᾷ πιτιάξῃ Μακεδόνι


<ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <w lemma="ἐγώ">ἐγὼ</w> <roleName type="nobility"><w lemma="βασιλεύς">βασιλεὺς</w></roleName> <persName><forename nymRef="Φλαύιος"><expan>Φλ<ex>αύιος</ex></expan></forename></persName> <persName><forename nymRef="Δάδης">Δάδης</forename></persName> <w lemma="χαρίζομαι">ἐχαρισάμην</w> <persName><forename nymRef="Βερσουμα">Βερσουμᾷ</forename></persName> <roleName type="nobility"><w lemma="πιτιάζη">πιτιάξῃ</w></roleName> </ab> <ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <persName><forename nymRef="Μακεδόνις">Μακεδόνι</forename></persName> </ab>

თარგმანი:

მე, მეფე ფლავიოს დადესმა მივუძღვენ ბერსუმა პიტიახშს (ეს ლანგარი). მაკედონს

კრიტიკული აპარატი:

კომენტარები:

ნივთის მბოძებელი არის მეფე ფლავიოს დადესი, მფლობელი – ბერსუმა პიტიახში. მაკედონი ან ბერსუმას მეორე სახელია, ან ბერსუმას შემდგომი პატრონია ამ ნივთისა. წარწერაში ყურადღებას იპყრობს იბერიის ისტორიულ პირთა მოხსენიება: მეფეს, დადესს, დამატებით აქვს ფლავიუსების დინასტიის სახელი, რაც ენიჭებოდათ ამ გვარის მიერ დაფასებულ პირებს. ფლავიუსი და მაკედონი – ბერძნულ–რომაული სახელებია. ბერსუმა – სირიული (=ძე მმარხველისა), დადეს – ძირის სახელები გავრცელებულია მთელ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში, მისი ეტიმოლოგიის შესახებ სხვადასხა აზრი არსებობს (ირანული, ბერძნული...). სახელი "ბერსუმა" (რაც პიტიახშს ეწოდება) ქართული სინამდვილისთვის ამ წარწერამდე უცნობი იყო. ესაა სირიული სახელი Bar Saumā და ნიშნავს "ძე მმარხველისა". როგორც ვხედავთ, ქართველ პიტიახშებს ხშირად ჰქვიათ სხვადასხვა წარმოშობის სახელები (ბერსუმა, ასპავრუკი, პუბლიკიოს აგრიპა...), მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ უცხო სახელის მატარებელი მაინცდამაინც უცხოელი იყო. პ. ინგოროყვა სახელ "ბერსუმას" კითხულობს "ბერცუმად" (ძველ ქართულში დამოწმებული სახელის "ბარცომი" და "ბარაცმანის" ანალოგიით, მაგრამ ისიც გასარკვევია "ბარცომი" და "ბარაცმანი" რა წარმოშობისა და ეტიმოლოგიისა არიან). სახელი "ბერსუმა" ბერძნულშივე გვხვდება მეორე ფორმით: Βαρσουμᾶς. ამგვარად, სირიული Bar Saumā (ფშვინიერი s–თი) ბერძნულად გადმოიცემა Βερσουμᾶς || Βερσουμᾶς ფორმით).

ბიბლიოგრაფია:

  • თინათინ ყაუხჩიშვილი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი მე-3 შესწორებული და შევსებული გამოცემა თბილისი ლოგოსი 2009 267–268
  • თინათინ ყაუხჩიშვილი ბერძნული წარწერები საქართველოში თბილისი საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა 1951 264–266
  • თინათინ ყაუხჩიშვილი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი თბილისი ლოგოსი 1999 ტ. II აღმოსავლეთ საქართველო 267–268
  • თინათინ ყაუხჩიშვილი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი მე-2 შესწორებული და შევსებული გამოცემა თბილისი ლოგოსი 2004 267–268
  • ს. ყაუხჩიშვილი აკადემიის მოამბე არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები 1941 II 170–171
  • დევიდ ბრაუნდი საქართველო ანტიკურ ხანაში კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550-ახ.წ. 562 ბათუმი 2014 329
  • პ. ინგოროყვა ენიმკის მოამბე ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა 1941 X 411–417
  • პ. ინგოროყვა მუზეუმის მოამბე "...მოქცევაჲ ქართლისაჲ და იბერიის მეფეთა სია XI B 289–291
  • David Braund Zeitschrift für Papyrologie Epigraphik King Flavius Dades 1993 96 46-50