საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

შემდეგი

წინა

72. ანაპის პრიზმა

აღწერა:   ბერძნულწარწერიანი კვარცხლბეკი


ობიექტის აღწერა:

მონუმენტის ტიპი:  

კვარცხლბეკი

მასალა:  

მარმარილო

ქვის ზომები:  

სიგრძე:   9,5cm

სიგანე:  28cm


წარწერის ზედაპირის აღწერა:

წარწერიანი ზედაპირი:  

წარწერის ფართობი:  

სიგრძე:

სიმაღლე:    2,5-3


ხელის აღწერა:

პრიზმას დამუშავებულ წახნაგზე აქვს ბერძნული, ლამაზი მთავრულით, შესრულებული წარწერა. წარწერის ორივე კიდე (მარცხენა და მარჯვენა) დაზიანებულია. სტრიქონებს შორის მანძილი არაა დატოვებული. IV სტრიქონი შედგება ერთი ასოსა და განკვეთის ნიშნისაგან. წარწერის დათარიღება ხდება პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით (კუთხოვანი Ε, C, Ω; α ჩატეხილი შუა ხაზით; α-ს და δ-ს მარჯვენა ხაზი ზემოთ გაგრძელებული, მრგვალი μ, ρ, φ; δ-ს თავი შედარებით პატარა; Ε -ს და Η-ს შუახაზი ოდნავ გაგრძელებული წერტილი; განკვეთის ნიშანი ფოთლის სახით)

გრაფემების სიმაღლე:  

გრაფემების სიგანე:  


წარმომავლობა:

წარწერის დათარიღება:   

III AD

პოვნის ადგილი:   

პოვნის თარიღი:   

1874

დაცულია:  

შიფრით:  

პასუხისმგებელი ორგანიზაცია:  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ინდ. ნომერი:  

ECG72

ლიცენზია:  


...[εὐερ]γέτην Φαρναρν ...

[ἀ]νέστησα ἀνδριάν[τι]...

[μνή]μης χάριν ἐν τῷ[ἔτει]...

γ .


... γέτην Φαρναρν ...

νέστησα ἀνδριάν ...

μης χάριν ἐν τῷ ...

γ .


<ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <lb n="1" /> <unclear>...</unclear> <w lemma=""><supplied reason="lost">εὐερ</supplied>γέτην</w> <persName><forename nymRef="Φαρναρν">Φαρναρν</forename></persName> <unclear>...</unclear> <lb n="2" /> <w lemma="ἀνίστημι"><supplied reason="lost">ἀ</supplied>νέστησα</w> <w lemma="ἀνδριάς">ἀνδριάν<supplied reason="lost">τι</supplied></w> <unclear>...</unclear> <lb n="3" /> <w lemma="μνήμη"><supplied reason="lost">μνή</supplied>μης</w> <w lemma="χάρις">χάριν</w> <w lemma="ἐν">ἐν</w> <w lemma="ὁ">τῷ</w> <w lemma="ἔτος"><supplied reason="lost">ἔτει</supplied></w> <unclear>...</unclear> <lb n="4" /> <num value="3">γ</num>. </ab>

თარგმანი:

აღვუმართე ქანდაკება კეთილისმყოფელ ფარნარნს (?), მოსაგონებლად (ან - პატივის მისაგებლად), წელსა... (დღესა) მესამესა.

კრიტიკული აპარატი:

  • μης μῆς

კომენტარები:

როგორც ჩანს, წარწერა იყო ქანდაკების ბაზაზე შესრულებული. საკუთარი სახელი Φαρναρν - სხვა ძეგლების მიხედვით ცნობილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა ფრაგმენტულია, დაახლოებით გასაგებია მისი შინაარსი. კონსტრუქციაა ცოტა თავისებური: მოსალოდნელი იყო ἀνέστησα εὐεργέτῃ ἀδριάντα ე.ი. აღვუმართე კეთილისმყოფელს ქანდაკება, (აქ კი გვაქვს: აღვმართე კეთილისმყოფელი ქანდაკებად...) φαρναρν... არც საკუთარი სახელია ცნობილია ასეთი ფორმით და არც საზოგადო სახელი. ვ. ლატიშევი ფიქრობს, რომ ამომჭრელს შეეშალა და ნაცვლად ბოსფორის წარწერებში გავრცელებული სახელისა - Φαρνάκης ან Φαρνακίων ამოჭრა Φαρναρν. ამ ხასიათის შეცდომა სხვა არ არის, ისე რომ ამ შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდებელია უბრალო შეცდომა. წარწერა უნდა იყოს ფარნარნის (?) ქანდაკების კვარცხლბეკის წარწერა.

ბიბლიოგრაფია:

  • თინათინ ყაუხჩიშვილი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი მე-3 შესწორებული და შევსებული გამოცემა თბილისი ლოგოსი 2009 254-255 თ. ყაუხჩიშვილი ბერძნული წარწერები საქართველოში თბილისი საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა 1951 241-242