საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

შემდეგი

წინა

73. არმაზისხევის ვერცხლის ლანგარი

აღწერა:   ბერძნულწარწერიანი ვერცხლის ლანგარი


ობიექტის აღწერა:

მონუმენტის ტიპი:  

ლანგარი

მასალა:  

ვერცხლი

ქვის ზომები:  

სიგრძე:   cm

სიგანე:  cm


წარწერის ზედაპირის აღწერა:

წარწერიანი ზედაპირი:  

წარწერის ფართობი:  

სიგრძე:

სიმაღლე:   


ხელის აღწერა:

ვერცხლის ლანგრის ქუსლს ირგვლივ პუნქტირით ამოჭრილი აქვს ბერძნული წარწერა, წარწერა წრეს არ კრავს. წარწერა მომრგვალებული ასოებით, ლამაზი ხელით არის გამოყვანილი. ქუსლის შუაში არის ამოკაწრული ნიშნები, რაც აშკარად ბერძნული არაა. პ. ინგოროყვას ისინი ქართულად მიაჩნია.

გრაფემების სიმაღლე:  

გრაფემების სიგანე:  


წარმომავლობა:

წარწერის დათარიღება:   

II-III AD

პოვნის ადგილი:   

პოვნის თარიღი:   

1940

დაცულია:  

შიფრით:  

პასუხისმგებელი ორგანიზაცია:  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ინდ. ნომერი:  

ECG73

ლიცენზია:  


ἐγὼ βασιλεὺς Φλ(αύιος)Δάδης ἐχαρισάμην Βερσουμᾷ πιτιάξῃ Μακεδόνι


ἐγὼ βασιλεὺς Φλ Δάδης ἐχαρισάμην Βερσουμᾷ πιτιάξῃ Μακεδόνι


<ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <w lemma="ἐγώ">ἐγὼ</w> <roleName type="nobility"><w lemma="βασιλεύς">βασιλεὺς</w></roleName> <persName><forename nymRef="Φλαύιος"><expan>Φλ<ex>αύιος</ex></expan></forename></persName> <persName><forename nymRef="Δάδης">Δάδης</forename></persName> <w lemma="χαρίζομαι">ἐχαρισάμην</w> <persName><forename nymRef="Βερσουμα">Βερσουμᾷ</forename></persName> <roleName type="nobility"><w lemma="πιτιάζης">πιτιάξῃ</w></roleName> </ab> <ab xmlns="http://www.tei-c.org/ns/1.0"> <persName><forename nymRef="Μακεδών">Μακεδόνι</forename></persName> </ab>

თარგმანი:

მე, მეფე ფლავიოს დადესმა მივუძღვენ ბერსუმა პიტიახშს (ეს ლანგარი). მაკედონს

კრიტიკული აპარატი:

კომენტარები:

ასოთა მოხაზულობით (α ჩატეხილი შუა ხაზით, მრგვალი ε, σ, ω, μ, β, დამახასიათებელი ξ), შემოკლების ნიშნით (Φ˘Λ), რომაული ხანისათვის დამახასიათებელი – ιος სახელების – ις დაბოლოებით წარმოდგენით (Μακεδόνι) წარწერები I საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. სამარხში აღმოჩენილი თანმხლები ინვენტარისა და მონეტების მიხედვით ნივთი (და მასზე გამოყვანილი წარწერა) II-III AD სს–ით თარიღდება. სიტყვა Μακεδόνι უნდა იყოს სახელი Μακεδών ან Μακεδόνις მიცემით ბრუნვაში, ე.ი. როგორც მიეძღვნა ნივთი ბერსუმას, ასევე მიეძღვნა, თუ ეკუთვნოდა ის მაკედონიოსს. Μακεδόνι, როგორც დავინახეთ, ნაწერია სრულიად სხვა ხელით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ამ ორი წარწერის სხვადასხვა დროით დათარიღება. შესაძლებელია ერთ დროს შესრულდა ეს წარწერები, მაგრამ სხვადასხვა სტილით. არამცთუ წარწერებში, ხელნაწერებშიც Α – ასეთი სახით ჩნდება ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე და ვრცელდება I-II სს–ში. ძირითადი, საგულდაგულოდ შესრულებული ბერძნული წარწერის მიმართ აღსანიშნავია: შემოკლება ΦΛ და მიცემით ბრუნვაში გამოტოვება ι subscriptum–ისა. ასოთა მოხაზულობიდან ყურადღებას იქცევს მიდრეკილება სიმრგვალისაკენ. შემოკლების შტრიხი ˘ სახით. ξ–ს ვხვდებით ამ მოხაზულობისას I ს–ში, ასევე უნდა ითქვას სხვა ასოების მიმართაც. ამ ნიშნების მიხედვით, წარწერა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. თვით სამარხი 251 წელზე ადრინდელი არ არის, მასში აღმოჩენილი მონეტების მიხედვით. თვით ბერძნული წარწერებიც დაახლოებით ამ დროისა (III ს–ის დასაწყისისა, ან II ს–ის მიწურულისა) უნდა იყოს. ნივთის მბოძებელი არის მეფე ფლავიოს დადესი, მფლობელი – ბერსუმა პიტიახში. მაკედონი ან ბერსუმას მეორე სახელია, ან ბერსუმას შემდგომი პატრონია ამ ნივთისა. წარწერაში ყურადღებას იპყრობს იბერიის ისტორიულ პირთა მოხსენიება: მეფეს, დადესს, დამატებით აქვს ფლავიუსების დინასტიის სახელი, რაც ენიჭებოდათ ამ გვარის მიერ დაფასებულ პირებს. ფლავიუსი და მაკედონი – ბერძნულ–რომაული სახელებია. ბერსუმა – სირიული (=ძე მმარხველისა), დადეს – ძირის სახელები გავრცელებულია მთელ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში, მისი ეტიმოლოგიის შესახებ სხვადასხა აზრი არსებობს (ირანული, ბერძნული...). სახელი "ბერსუმა" (რაც პიტიახშს ეწოდება) ქართული სინამდვილისთვის ამ წარწერამდე უცნობი იყო. ესაა სირიული სახელი Bar Saumā და ნიშნავს "ძე მმარხველისა". როგორც ვხედავთ, ქართველ პიტიახშებს ხშირად ჰქვიათ სხვადასხვა წარმოშობის სახელები (ბერსუმა, ასპავრუკი, პუბლიკიოს აგრიპა...), მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ უცხო სახელის მატარებელი მაინცდამაინც უცხოელი იყო. პ. ინგოროყვა სახელ "ბერსუმას" კითხულობს "ბერცუმად" (ძველ ქართულში დამოწმებული სახელის "ბარცომი" და "ბარაცმანის" ანალოგიით, მაგრამ ისიც გასარკვევია "ბარცომი" და "ბარაცმანი" რა წარმოშობისა და ეტიმოლოგიისა არიან). სახელი "ბერსუმა" ბერძნულშივე გვხვდება მეორე ფორმით: Βαρσουμᾶς. ამგვარად, სირიული Bar Saumā (ფშვინიერი s–თი) ბერძნულად გადმოიცემა Βερσουμᾶς || Βερσουμᾶς ფორმით).

ბიბლიოგრაფია:

  • თინათინ ყაუხჩიშვილი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი მე-3 შესწორებული და შევსებული გამოცემა თბილისი ლოგოსი 2009 267–268 თინათინ ყაუხჩიშვილი ბერძნული წარწერები საქართველოში თბილისი საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა 1951 264–266